იოანე VI

იოანე VI, კანტაკუზენი (Iōანნēს Kანტაკუზēნოს) (დაახლ. 1293, კონსტანტინოპოლი, – 15.VI. 1383, მისტრა), ბიზანტიის პოლიტიკური მოღვაწე და მწე­რა­ლი, იმპერატორი 1341–53.

აუჯანყდა იოანე V პალეოლოგოსს და თავი იმპერატორად გამოაცხადა. ატა­რებდა ფეოდ. არისტოკრატიის სასარგებლო პოლიტიკას, რამაც საერთო უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე და ბერად აღკვეცილიყო.

ი. VI-მ მო­ნასტერში დაწერა „ისტორია", რ-იც 1320–56 მოვლენებს ეხება და გვიანდ. ბიზანტ. ხანის ისტორიის მდიდარ ფაქტობრივ მასალას მოიცავს. ცნო­ბილია მისი ხრისობული (სიგელი) ივერთა მონასტრის მამუ­ლების შე­სა­ხებ: «ჩემს მეუფებას სურს ყოველნაირად დაუბრკოლებლივ იქნეს დაცუ­ლი შეწუხებული პატივდებული მონასტრის წილი, ყველაფერში, რაც შეუძენია, და არასოდეს იქნეს შეწუხებული ვინმესგან… ეს პატივდებული მო­ნას­ტე­რი ... დაჯილდოვებულია ფულად სახსრით, ესე იგი ივერთა მო­ნას­ტე­რი, რისთვისაც მი­ე­ნი­ჭა წინამდებარე ხრისობული ჩემი მეუფებისა, გაცემული ივლისის თვის თოთხმეტს, 1351 წლისა, რასაც ხელს აწერს… იოანე, ქრისტე-ღმერთის მიმართ მორწმუნე მეფე და თვითმპყრობელი რომაელთა კანტაკუზენი».

წყა­რო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერ­ლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შესა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 8, თბ., 1970.

ნ. ლომოური