იოანე II

იოანე II, ტრაპიზონის მეფე (1266–97).

ბიზანტიის კეისარმა მიხეილ პალეოლოგოსმა ტრაპიზონის სამეფოს თავისი პოლიტ. გავლენის ქვეშ მოქცევის მიზნით ი. II-ს ქალი­შვი­ლი შესთავაზა თანამეცხედრედ, მოტყუებით კონსტანტინოპოლში ჩაიყვანა და განუცხადა, რომ მას უფლება არ ჰქონდა თავისი თავისთვის კეისარი ეწოდებინა და კეისრისათვის განკუთვნილი შესამოსელ-ნიშნები გამო­ეყე­ნებინა. ტრაპიზონის საკეისროს, რ-ის მოსახლეობა უმთავრესად ქართველური ­ტომის – ლაზების ანუ ჭანებისაგან – შედგებოდა, სა­ქარ­თვე­ლო განსაკუთრებულ მნიშვ­ნელობას ანიჭებდა. 1282 აპ­რილში ­სა­ქარ­თვ. მეფემ, დავით VI ნარინმა, ­ილაშქრა ტრაპიზონის სამეფოში და, თუმცა ტრაპიზონის აღება ვერ შეძლო, საკეისროს დიდი ნაწილი დაიპყრო. 1284 სა­ქარ­თვე­ლო­ში გათხოვილი ი. II-ის და – თეოდორა – დავით VI-ის ჯარის დახმარებით ტრაპიზონში შეიჭრა და კეისრის ტახტი დაიკავა. საკეისრო სა­ქარ­თვე­ლოს პოლიტ. გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ შემდეგში ვითარება შე­ი­ცვა­ლა და ი. II-მ ხელისუფლება დაიბრუნა.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯ ა ­ვ ა ­ხ ი ­შ ვ ი ­ ლ ი  ივ., თხზუ­ლე­ბანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.

ლ. მანიავა.