იოანე

იოანე, იოანე ე პ ი ს ­კ ო ­პ ო ­ს ი, XV ს. საეკლესიო მოღვაწე, მანგლელ-თბილელი ეპის­კო­პო­სი (ისტ. წყა­რო­ები მიტროპოლიტადაც მო­იხსენიებს).

1437–39 ფერარა-ფლორენციის სა­ეკლესიო კრების მონაწილე, გრიგოლ ეპისკოპოსსა და ერთ ­ქართვ. დიდებულთან (სახელი უცნობია) ერთად სა­ქართვ. დელეგაციის აქტ. წევრი და ხელმძღვანელი. რომის პაპის ჩანაფიქრით, უნდა მომხდარიყო კათოლ. და ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანება, რაც ფაქტობრივად ვატიკანის პოლიტ. ბატონობის აღიარებას ნიშნავდა. ქართ. დელე­გა­ცია დარწმუნდა, რომ პაპისაგან სა­ქარ­თვე­ლო რეალურ დახმარებას ვერ მიიღებდა, ამიტომ მათ გაერთიანების აქტს ხელი არ მოაწერეს. საეკლ. კრების დროს დელეგაციის წევრებზე ფიზ. ზემოქმედებისა და ძალდატანების საშიშროება შეიქმნა, ამიტომ გრიგოლ ეპისკოპოსმა შეკრება მიატოვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნდა. ი-მ ღარიბის ტანსაცმელი გადაიცვა და იტა­ლიაში იმოგზაურა პაპის პოლიტიკის მხილების მიზნით.

ლიტ.: ჟ უ ჟ უ ნ ა ძ ე  ო., XV საუკუნის პირველი ნახევრის სა­ქარ­თვე­ლოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის, კრ.: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, I, თბ., 1970.

დ. ნინიძე.