იოანე (ავალიანი) (1783–1858), სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, ეპისკოპოსი (1852).
დაამთავრა თბილ. კეთილშობილთა სასწავლებელი. 1814 აკურთხეს მღვდლად. 1819 დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1826–34 იყო თბილ. ზნეობითი სასამართლოს წევრი. 1831 დაჯილდოვდა ენქერით. თანაუგრძნობდა 1832 შეთქმულების მონაწილეებს რუსეთის წინააღმდეგ. 1834 დაინიშნა სინოდის კანტორის წევრად. 1834-იდან იყო არქიმანდრიტი, ხოლო 1840–52 – ვიკარი. 1852 მიეკუთვნა ეპისკოპოსის ხარისხი და დაინიშნა გორის ეპისკოპოსად (1852–58).
ეწეოდა საქველმოქმედო და საზ. მოღვაწეობას, თანამშრომლობდა პერიოდულ პრესასთან.
დაჯილდოებულია წმ. ანას ორდენით. დაკრძალულია თბილისის სიონის ტაძარში.
ლ. ურუშაძე