ინოკენტი

ინოკენტი, ინოჩენციო VI [Innocentius; ერისკაცობაში – ეტიენ ობერი (Etienne Aubert)] (გ. 2. IX. 1362, ავინიონი), ავინიონის პაპი 1352–62. იურისტი, სამოქალაქო სამართლის პროფესორი და მთ. მოსამართლე ტულუზაში. კარდინალი 1342-იდან. 1352 წ. 18 დეკემბრიდან – პაპი. 1355 რომში მეფედ აკურთხა კარლ IV. მის დროს გათავისუფლდა პაპის ოლქის ნაწილი და აღდგა პაპის ხელისუფლება. 1356 ი. VI-მ თბილისელ კათოლიკეთა ეპისკოპოსად დანიშნა ბერტრამო და წერილობით მიმართა თბილისელ კაპიტულს, სამღვდელოებასა და ერს, პატივით მიეღოთ იგი.

ლიტ.: თ ა მ ა რ ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.