„იმედი“, ყოველთვიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა.
გამოდიოდა თბილისში 1908 გაზ. „ეკალის" ნაცვლად. სულ გამოვიდა 14 ნომერი (რედ.-გამომცემელი – ი. გაჩეჩილაძე). გაზეთში სხვა მასალებთან ერთად დაბეჭდილია ლ. ტოლსტოის ზოგიერთი მოთხრობა და სტატიები. დაიხურა თბილ. გენ.გუბერნატორის განკარგულებით.
ი. ლორთქიფანიძე