ამაზასპი

ამაზასპი, იბერიის მეფის მითრიდატე III-ის ძმა. მოხსენიებულია რომში აღმოჩენილ ეპიტაფიაში, სადაც ნათქვამია, რომ პართიის წინააღმდეგ იმპ. ტრაიანეს ლაშქრობის დროს (114–115) ა. მეთაურობდა იმპერატორის დასახმარებლად მოსულ იბერიელთა რაზმს. გარდაიცვალა ქ. ნისიბინთან.