„ამირანი“

„ამირანი“, სამკერვალო ფაბრიკა.

დაარსდა 1928 თბილისში შრომის ბირჟასთან არსებულ კოლექტივთა გაერთიანების სამმართველოს თაოსნობით სახელწოდებით „8 მარტი“. 1931-იდან ფ-კა საქართვ. სამკერვალო ტრესტის შემადგენლობაში იყო. 1932 გადაკეთდა ინდივიდ. დაკვეთის საწარმოდ. 1952 შეუერთდა № 2 სამკერვალო ფ-კას და ეწოდა №6 სამკერვალო ფ-კა, რ-იც ამზადებდა კოსტიუმებს.

1974-იდან ფ-კას დაერქვა „ა.“ 1993 მოხდა საწარმოს პრივატიზაცია და შეიქმნა სამკერვალო ფირმა „ამირან-სინთეზი“ (შპს), ხოლო 1996 მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა სამრეწველო-სავაჭრო ფირმა „ა.“ 1993–99 საწარმო უშვებდა სხვადასხვა სახის სამკერვალო ნაწარმს.

ამჟამად ფ-კა აღარ ფუნქციონირებს.

ნ. გავაშელი.