„ამირანი“, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების ცენტრ. ორგანო.
გამოდიოდა 1908 მარტიდან ნოემბრამდე თბილისში გაზ. „ისრის“ ნაცვლად. რედ.-გამომცემელი – ქ. ქავთარაძე. სულ გამოიცა 197 ნომერი. გაზეთში თანამშრომლობდნენ: ვ. ბარნოვი, ა. ფურცელაძე, დუტუ მეგრელი (ხოშტარია), ა. ჯორჯაძე, კ. აბაშიძე, ი. ნაკაშიძე, ვ. შალიკაშვილი და სხვ.
დაიხურა თბილ. გენ.-გუბერნატორის განკარგულებით.
ი. ლორთქიფანიძე.