ევგენიძე იუზა თეოდორეს ძე

ი. ევგენიძე

ევგენიძე იუზა თედორეს ძე (24. II. 1943, სოფ. ახალსოფელი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, - 2012, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997). 1965 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი, 1969-იდან მოღვაწეობს თსუ-ში. 2009-იდან თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მ. შ. მონოგრაფიები: „ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიისათვის" (1977), „ვაჟა-ფშაველა" (ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები, 1982), „ქართული რომანტიზმის საკითხები" (1982), „გრიგოლ ორბელიანი" (1995), „ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან" ორ ტომად (I ტ. 2000, II ტ. 2003). -ის თანაავტორობითა და მონაწილეობით გამოცემულია არაერთი წიგნი და კრებული, მ. შ.: „ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის" (ტ. II, 2003) სახელმძღვანელო. 1996 გერმანიაში, ჟურნ. „გეორგიკაში" დაიბეჭდა -ის ნარკვევი „ვაჟა-ფშაველას მრწამსის საკითხი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში", ხოლო ვატიკანში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა ნაშრომები „ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების თემატიკა" (2006) და „ვაჟა-ფშაველას პოეზიის რაინდული სული" (2008). 1993–2006 ე. თსუ-ში იყო აკაკი წერეთლის კაბინეტის გამგე. 1999-იდან არის ჰუმანიტარულ მეცნ. აკად. წევრი.

დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით (2003).