ილარიონი, (გვარად ვ ა ჩ ნ ა ძ ე) (1767–1823 წ. შემდეგ), დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი XIX ს. 20-იან წლებში.
1808–10 ხელმძღვანელობდა დავითგარეჯის მონასტრის შეკეთებას, რ-იც იოანე ბატონიშვილმა საკუთარი სახსრებით წამოიწყო. 1811 განაახლა ფერიცვალების ეკლესიის სამხრ. კედელი. ი-ს დროს მონასტერი ეკონომიკურად დაწინაურდა. 1813-იდან მართავდა ნეკრესის ეპარქიას. 1817 ბრალი დასდეს საეკლ. ქონების დატაცებაში, თუმცა 1820 გაამართლეს და აღადგინეს თავისსავე სამწყსოში.
1823 წ. 7 სექტემბერს განმარტოვდა კარდანახის წმ. საბას მონასტერში. გარდაიცვალა იქვე.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966.
ბ. ლომინაძე