ითონიშვილი ვახტანგ ვალერიანის ძე

ითონიშვილი ვახტანგ ვალერიანის ძე (19. XII. 1958, თბილისი, – 29. XI. 2000, იქვე), ეთნოლოგი. 1980 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1985–2000 მუ­შა­ობ­და ივ. ჯა­ვა­ხი­შვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად. 1986–2000 იყო თსუ-ის კავკასიის ისტ. კა­თედრის თანამშრომელი, იქვე კითხულობდა ლექციებს სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიასა და ზოგად ეთნოლოგიაში (1986–89), 1990-იდან გარდაცვალებამდე კი – კავკასიის ხალხთა ისტორიასა და ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიაში (ქართ. და რუს. ენებზე). საკანდიდატო დისერ­ტაცია დაიცვა თემაზე – „აღმოსავლეთ სა­ქართვე­ლოს მთიანეთის მოსახლეობის სო­ცი­ა­ლური სტრუქტურა XIV– XVIII საუკუნეებში".

1990 ი. იყო ვენის უნ-ტის (ავსტრია) მიწვეული პროფესორი, პარალელურად მუ­შა­ობ­და ავსტრიის მეცნ. აკადემიის ეთნოლოგიის ინ-ტში. 1998–2000 იყო საერთაშ. ასოციაციის „კავკასია: ეთნიკური ურ­თიერთობები, ადამიანის უფლებე­ბი, გეოპოლიტიკა" („საკეაგ") დამ­ფუძნებელი წევრი.

ი-ს ეკუთვნის მრავალი ნა­შრომი, რ-თა საფუძველზე 22 წიგნი გამოქვეყნდა (უმეტესობა მისი გარდაცვალების შემდეგ).

თხზ.: არაგვის ხეობა, თბ., 1986; არაგვი და არაგველები, თბ., 1989; ქარ­თვე­ლი ხალხის ეთნოსტრუქტურა მრუდე სარკეში, თბ., 1990; აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1992; ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 1995; აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთიანეთის მოსახლეობის სო­ცი­ა­ლური სტრუქტურა XV–XVIII საუკუნეებში (მთიულეთი და გუდამაყარი), თბ., 2001; დვალეთის ისტორია მრუდე სარკეში, თბ., 2002; ნარკვევები კავკასიის ისტორიიდან, თბ., 2002; ნარკვევები ქართველ მთიელთა ტრადიციული ყოფის ისტორიიდან, თბ., 2003; ნარკვევები ქართული ქრისტიანობის ისტორიიდან, თბ., 2003; ხანდოს ხევი, თბ., 2003; უცხოტომელთა ავაზაკობა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2005; დვალები და დვალეთი (ორტომეული), თბ., 2016.

ლიტ.: გ ო ც ი რ ი ძ ე  გ., ვახტანგ ითონი­შვილის გახსენება, კრ.: ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი, IV, თბ., 2002.

ლ. ურუშაძე