ივერია

ივერია, ვაშლის ქართული ჯიში, გავრცელებულია ქართლში. გამოყვანილია სოფ. სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში სელექციონერ თ. ცერცვაძის მიერ ზამთრის ბანანისა და კეხურას შეჯვარებით.

ხე ინტენსიურად იზრდება, აქვს მომრგვალო-პირამიდული ფორმის ვარჯი. მოსავალს მე-6–7 წელს იძლე­ვა, უხვმოსავლიანია, ერთი ხიდან საშ. მოსავალია 300–350 კგ. ნაყოფი ­მსხვი­ლია (200–220 გ-მდე), მომრგვალო, მოყვითალო-წითელი, რბი­ლობი – მოთეთრო, საკმაოდ მკვრივი, წვნიანი, მოტკბო-მომჟავო. იკრიფება ოქტომბერში, კარგად ინახება მაისამდე. სასუფრე ჯიშია, ტრანსპორტაბელური.

შ. ახვლედიანი