ივანოვი გრიგოლ მიხეილის ძე (5. I. 1820 – 1877), არქიტექტორი. 1833–39 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1850 მიიღო არქიტ. აკადემიკოსის წოდება.
1852–57 თბილ. საქალაქო არქიტექტორი იყო. ი-ის პროექტით თბილისში დასრულდა (1856) წმ. ნიკოლოზის ბერძნ. ეკლესიის მშენებლობა ხარფუხში. ი. ავტორია XIX ს. თბილ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საცხოვრებელი სახლის – არშაკუნის სახლის (ახლანდ ა. ქუთათელაძის სახ. თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია) პროექტისა (1856–57). მის მიერვეა შედგენილი დ. თამამშევის ქარვასლის პროექტი (1853) და ცნობილი არწრუნის ქარვასლის (ყოფ. სასახლის ქუჩაზე) გადაკეთების პროექტები (1854 და 1855).
ი. ეკლექტიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია, რ-საც თბილ. არქიტექტურაში გოთიკის, ადრინდელი რენესანსული მოტივები და ცალკეული ისლამური ელემენტებიც შემოჰქონდა. ამავე დროს, მის მიერ დაპროექტებული სახლების გეგმა მიუთითებს იმაზე, რომ იგი ითვალისწინებდა თბილ. სპეციფიკას, კერძოდ, იყენებდა როგორც ქუჩის მხარეს დაკიდულ ხის აივნებს, ისე ეზოს დიდ აივნებსაც.
1858 ი. მუშაობდა არქიტექტორად კავკასიის საინჟ. ოლქში. თბილისიდან წასვლის შემდეგ 1859–60 მუშაობდა ასტრახანის საგუბერნიო არქიტექტორად, ხოლო შემდეგ პეტერბურგში დაბრუნდა, სადაც 1864–74 მისი ნაწილეობა მიიღო თბილისში კავკასიის მეფისნაცვლის სასახლის პროექტის კონკურსში.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წლები, ტ. 2, თბ., 1963; საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი, ფ. 4, აღწ. 6, საქმე 623; Русский биографический словарь, СПб., 1897.
თ. გერსამია