იესე ქსნის ერისთავი

იესე ქსნის ერისთავი (გ. 1745), XVIII ს. I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე. 1736–41 თავის ძმასთან, შანშე ქსნის ერისთავთან ერთად მეთაურობდა ქსნის საერისთავოს აჯანყებას ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ირანში გაიწვიეს და ნადირ-შაჰის ბრძანებით დააპატიმრეს.

1745 სა­ქარ­თველო­ში მომავალი გზაში გარდაიცვალა.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ფეოდალური სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955; სა­ქარ­თველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

გ. აკოფა­შვილი