თამარი

თამარი (გ. 1150), XII ს. მოღვაწე, დავით IV აღმაშენებლის ასული. 1105/6 დავითმა იგი შირვანშაჰ მანუჩაჰრ II-ს მიათხოვა. ეს ნაბიჯი გამიზნული იყო შირვანშაჰთან კეთილი დამოკიდებულების დასამყარებლად და მის ჩასაბმელად თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქმრის – შირვანშაჰის გარდაცვალების შემდეგ თ. სამშობლოში დაბრუნდა, ააგო თიღვის მონასტერი და იქვე აღიკვეცა მონაზვნად. იხსენიება მონასტრის მთავარი ნაგებობის – ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფასადის წარწერებში. იყო ძმის­შვილის – გიორგი III-ის გამზრდელი.

წყა­რო: დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., დავით აღმაშენებელი; მეფე თამარი, თბ., 2002.

გ. საითიძე