თამარი (გ. 1267), საქართველოს დედოფალი. დავით VI ნარინის მეუღლე, ამანელისძეთა საგვარეულოდან. დავით VI ნარინს მისგან სამი ვაჟი შეეძინა: ვახტანგი, კონსტანტინე და მიქაელი.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად).
გ. საითიძე