თამარი, დავით VII ულუს ასული

თამარი, XIII ს. მოღვაწე, დავით VII ულუს ასული. ცოლად შეირთო მონღოლი დიდმოხელის, „გურჯისტანის ვილაიეთის" გამგებლის არღუნ აღას ვაჟმა. თ-ს სძულდა წარმართი მეუღლე. როდესაც არღუნი გარდაიცვალა, ქმარმა იგი დროებით თბილისში ჩამოიყვანა. თ. გაიპარა და მთიულეთში დაიმალა. აბაღა ხანისა და თ-ის ძმის – დემეტრე II-ის თანხმობით, თ. ცოლად შეირთო სამეფოს ფაქტობრივმა გამგებელმა, მედროვე სადუნ მანკაბერდელმა.

წყა­რო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, ასწლო­ვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად).

გ. საითიძე