თამარი, ალასტანელების სამფლობელოს „დედოფალი"

თამარი, ალასტანელების სამფლობელოს „დედოფალი", მელქისედეკ „პროვინციის მეფის" მეუღლე, რ-იც ჰოვანავანქის მონასტრის ეგვტერის წარწერაში „პატრონად" და „დედოფლად" იწოდება. წარწერა გაკეთებულია „ხელმწიფობაში პატრონისა დედოფლისა თამარისა". მათი ვაჟის – გიორგის მცირეწლოვნობის გამო ალასტანელთა სამფლობელოს „დედოფალი" თ. განაგებს. აღნიშნული წარწერის შესწავლამდე თ. უცნობი იყო ალასტანელთა გენეალოგიაში. ეს ეპიგრაფიკული ძეგლი მელქისედეკის შემდეგაც ადასტურებს ისტ. სომხეთის გარკვეულ რეგიონზე ალასტანელთა მფლობელობას და მონღოლთა ხანაში სომხეთის სა­ქარ­თვე­ლოს შემადგენლობაში ორგანულად ყოფნას. რადგან ანდრონიკე „პროვინციის მეფის" ხელმწიფობას 1340-ით ვიწყებთ, თ-ის დედოფლობის ზემო საზღვრად დაახლოებით ეს პერიოდი შეიძლება ვივარაუდოთ.

ლიტ.: ნ ი ნ ი ძ ე  დ., „პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების სა­ქართვე­ლო­ში, თბ., 1995.

დ. ნინიძე