თამარი, ქართლის დედოფალი, მეფე ლუარსაბ I-ის მეუღლე, იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის ასული. 1526 ბაგრატ III-მ ქართლში მიიღო „არადათს წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა". ამავე წელს 25 მარტს ლუარსაბმა იქორწინა თ-ზე. ჩანს ლუარსაბს ეს ქორწინება ტახტის განმტკიცებისათვის ესაჭიროებოდა, რამდენადაც წყაროში აღნიშნულია, რომ „მეფობდა ლუარსაბ ძალითა და შეწევნითა ბაგრატისითა".