თამარი, ("ამილახორის დაი თამარ"). სპარსელი ისტორიკოსის, ნ. ფალსაფის მოწმობით, როცა შაჰი ნაღვლიანი და დადარდიანებული შედიოდა ჰარამხანაში, მასთან მიახლოებასა და დალაპარაკებას ვერავინ ბედავდა უფროსი და კანონიერი ქართვ. ცოლის გარდა. ეს ქალი ანდუყაფარ გურჯის (ამილახვარის), კახეთის ვალის – ალექსანდრე ხანის ნათესავის ასული იყო, კარგად იცნობდა შაჰის ხასიათსა და ბუნებას და მასზე დიდი გავლენა ჰქონდა. რუს. წყაროების მიხედვით (ს. ბელოკუროვი, ნ. ვესელოვსკი) თ. ალექსანდრე კახთა მეფის ცოლის დისშვილი ყოფილა. იმავე წყაროებში დაწვრილებით არის აღწერილი 1596 ირანის შაჰის სარდლების ჩამოსვლა კახეთში და თ-ის ირანში გამგზავრების ცერემონიალი.
ლიტ.: ს ვ ა ნ ი ძ ე მ., ქართველი ქალები შაჰ-აბას I-ის კარზე, წგ.: საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარ კვევები, თბ., 1990; Б е л о к у р о в С. А., Сношения России с Кавказом, в. 1, М., 1889; В е с е л о в с к и й Н. И., Памятники дипломатических и торговых сношений России с Персией, т. 1, СПб., 1890.
მ. სვანიძე