თამარი

თამარი, იმერეთის დედოფალი, XVII ს. მოღვაწე, მამია II გურიელის ასული, იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის პირველი ცოლი. ალექსანდრემ 1618 წელს ცოლად შეირთო თ., რ-ისგანაც შეეძინა ვაჟი – ბაგრატი (შემდგომში იმერეთის მეფე ბაგრატ IV). ორი წლის შემდეგ, 1620 ალექსანდრემ თ-ს ღალატი დააბრალა და ბაგრატთან ერთად გურიელს მიუბრუნა. ამან იმერეთის მეფესა და გურიელს შორის დიდი უთანხმო­ება გამოიწვია, რი­თაც მოხერხებულად ისარგებლა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა და იმერეთის მეფის საწინააღმდეგო კავშირი შეკრა გურიელთან.

წყა­რო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ჯ ა მ ბ უ რ ი ა  გ., დასავლეთ საქართველო XVII ს. პირველ მესამედში, წგ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

გ. საითიძე