თამარი (გ. 1746), თეიმურაზ II-ის მეუღლე (1712-იდან), ვახტანგ VI-ის ასული. მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტ. ცხოვრებაში. 1745 თეიმურაზ II-სა და გივი ამილახვარს შორის მომხდარი ბრძოლის დროს, სურამის ციხეში ალყაშემორტყმული გ. ამილახვარი მხოლოდ თ-ს მიენდო, რ-მაც იგი თბილისში ჩაიყვანა. დასაფლავებულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეკლესიაში.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. აკოფაშვილი