გიორგი ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (1778–1807), იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო შვილი.
უმემკვიდროდ დარჩენილი სოლომონ I გ. ბ-ს იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ზრდიდა, მაგრამ სოლომონის გარდაცვალების (1784) შემდეგ იმერეთის დიდებულებმა ისარგებლეს გ. ბ-ის მცირეწლოვნებით და იმერეთის ტახტზე დავით გიორგის ძე (დავით II) დასვეს (1785). 1789 იმერეთში გამეფებულმა სოლომონ II-მ გ. ბ., როგორც ტახტის პრეტენდენტი, მუხურის ციხეში ჩასვა (1795).
1806 წ. 15 ოქტ. გ. ბ-მა მოახერხა ციხიდან გაქცევა და თავი რუსეთს შეაფარა. სიცოცხლის ბოლო წლები მოსკოვში გაატარა. ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში აღწერს მუხურის ციხეში ყოფნის წლებს, იქიდან გამოპარვას, ღრმა სინანულს გამოთქვამს იმერეთის ტახტის დაკარგვის გამო.
გ. ბ-ს ჰყავდა ორი ვაჟი: ალექსანდრე (გენ.-ლეიტენანტი) და დიმიტრი ბაგრატიონები (გენ.- მაიორი), რ-ებიც რუს. არმიაში მოღვაწეობდნენ.
წყარო: Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. 3, Тфл., 1869.
ლიტ.: ჟ ო რ დ ა ნ ი ა თ., თავგადასავალი იმერთა მეფის სოლომონ დიდის შვილისშვილის ბატონიშვილის გიორგისა, «მოამბე», 1900, №5.
ო. სოსელია