ამტყელი, აზანთა, ტბა გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), ამტყელის ხეობაში. ზ. დ. 507 მ სიმაღლეზე.
წარმოიშვა 1891 წ. 3 ოქტ., როცა პატარა სხაპაჭის მთის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად გადაიკეტა მდ. ამტყელი. ზედაპირის ფართ. 0,58 კმ², აუზის ფართ. 153 კმ², მაქს. სიღრმე 65 მ. წლის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრი რყევის გამო (30–35 მ) ტბის ზედაპირის ფართობი და სიღრმე ცვალებადია. ა. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. მაქს. დონე გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში აქვს, მინ. – ზამთარში. ტბას ერთვის მდ. ამტყელი. ა-ის წყალი ცივია, ზაფხულობით ზედაპირზე წყლის ტემპ-რა 18–20ºC, ფსკერთან 50ºC. იყინება მხოლოდ სუსხიან ზამთარში. ა-ში ბინადრობს კალმახი, წვერა, ტობი, ფრიტა და სხვ.
ი. აფხაზავა