გიორგი მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – გური პორფილეს ძე შ ა ლ ა მ ბ ე რ ი ძ ე) (დ. 25. II. 1945, სოფ. ფერსათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი), სასულიერო მოღვაწე.
1971 დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) სას. აკადემია, იმავე წლის 23 ნოემბ. ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მცხეთის სას. სემინარიის პედაგოგად. 1971–74 ღვთის მსახურებას აღავლენდა თბილ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში, 1974–78 – ქუთაისის პეტრეპავლეს ეკლესიაში.
იყო საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 საეკლ. კრების აქტიური მონაწილე, მხარს უჭერდა სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს – ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას. 1978 წ. 16 მარტს გ. მ. დაინიშნა მცხეთის სას. სემინარიის რექტორად. მოღვაწეობდა სვეტიცხოვლის ტაძარში. 1980–88 იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი.
1988 წ. 14 ოქტ. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გახდა ჭყონდიდის ეპისკოპოსი. 1994 წ. 21 დეკემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსობა, 2000 წ. 28 ნოემბ. – მიტროპოლიტობა. 2007 წ. 25 დეკ-იდან დადგენილ იქნა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მმართველად.