გოგოლაური გურამ ზაქარიას ძე

გოგოლაური გურამ ზაქარიას ძე (დ. 15. IV. 1944, სოფ. მანავი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (ძიუდო). საქართვ. სპორტის დამს. ოსტატი (1974).

1976 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი, არმიის სპორტ. კლუბი (თბილისი). სსრკ ნაკრები გუნდის წევრი (1970–77). ევრ. სამგზის (1972, 1973, 1974) ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში, ორგზის ვერცხლისა (1971, 1972) და ბრინჯაოს (1973) მედალოსანი, მიუნხენის (1972) ოლიმპიური თამაშების მონაწილე (V ადგილი), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი სამბოში (1971).

თბილ. ნაკრებ გუნდთან ერთად 1976 გახდა სსრკ თასის მფლობელი.

ნ. გუგუშვილი