გოზალიშვილი შალვა ნიკოლოზის ძე

შ. გოზალიშვილი

გოზალიშვილი შალვა ნიკოლოზის ძე (4. I. 1909, სოფ. ბოდბისხევი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 10. VIII. 1993, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).

დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1930), იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. სახელმწ. საჯარო ბ-კაში, საქართვ. სახელმწ. მუზეუმის (ახლანდ. საქართვ. ეროვნ. მუზეუმი) ხელნაწერთა განყ-ბაში, საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში (ახლანდ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი), თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში, შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში.

უმთავრესად იკვლევდა XIX–XX სს. ქართ. მწერლობის საკითხებს.

თხზ.: ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები, თბ., 1951; 1905–07 წლების რევოლუცია და იროდიონ ევდოშვილი, თბ., 1955; იროდიონ ევდოშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1961; ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები, თბ., 1973; ეგნატე ნინოშვილი, თბ., 1985.