გორანა

გორანა, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ერწოს ქვაბულის ჩრდ.-დას. კიდეზე, მდ. აძეძის (ივრის მარჯვ. შენაკადი) ზემო აუზში. ზ. დ. 1100 მ, თიანეთიდან 28 კმ. 293 მცხ. (2002).

სოფლის დას-ით დგას გვიანდ. შუა საუკუნეების 4 დარბაზული ეკლესია და ამავე პერიოდის პატარა კოშკი.