გორა

გორა, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის საკირის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ლოქის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ფინეზაურის (მაშავრის აუზი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1360 მ, დმანისიდან 25 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 30 კმ. 38 მცხ. (2002).

გ-ში დგას ძველი, მოგვიანებით განახლებული ღვთისმშობლის ეკლესია, მის მახლობლად – ბერძნების მიერ XIX ს-ში აგებული წმ. ილიას ეკლესია.

გ-ის ახლანდ. ბერძნ. მოსახლ. წინაპრები XIX ს-ში გადმოსახლდნენ არზრუმის მხრიდან (თურქეთი).

დ. ბერძენიშვილი