გომბორი, სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. გომბორის (ივრის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე, გომბორი – თელავის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ასკილაური, ვაშლიანი, ვერონა, რუსიანი). ზ. დ. 1050 მ, საგარეჯოდან 50 კმ. 775 მცხ. (2002).