გორი, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის იწის თემში (რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთის ძირას, მდ. რიონის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 760 მ, ამბროლაურიდან 1 კმ. 76 მცხ. (2002). სოფელში დგას წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ადრე მას მინაშენებიც ჰქონია. მშენებლობაში გაირჩევა ორი ფენა, ერთი ადრინდ., განვითარებული შუა საუკუნეებისა, მეორე – გვიანდ. XIX ს., თავდაპირველი ნაგებობიდან შემონახულია შირიმის ქვით მოპირკეთებული აღმ. ნაწილი. ეკლესიას შემორტყმული აქვს კარგად დამუშავებული ნატეხი ქვის გალავანი.
მ. დვალი