გიორგობიანი ინგა დურმიშხანის ასული (დ. 21. XI. 1968, თბილისი), სპორტსმენი (აკრობატიკა, ქალთა სამეული). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1990). დაამთავრა თსუ (1991). მსოფლიოსა და ევროპის აბსოლ. ჩემპიონი (1988); მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (1990). სსრკ ექვსგზის (1985–90) ჩემპიონი (სამგზის აბსოლუტური), სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1988, 1990). გამოდიოდა სამეულში ნ. ანისიმოვასთან და ს. მაკარიჩევასთან ერთად, შემდეგ – ნ. ანისიმოვასთან და ი. ოვოიანთან ერთად. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (2004). მწვრთნელები: ვ. გურგენიძე , ნ. თავართქილაძე