გიორგობიანი რამაზ დუტუს ძე (16. IV. 1946, თბილისი, – 25. II. 1996, იქვე), მსახიობი და რეჟისორი. დაღესტნის დამს. არტისტი (1971). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1971) და შოთა რუსთაველის სახ. საქართვ. თეატრ. ინ-ტის კინოსარეჟისორო ფაკ-ტი (1979). გადაიღო სადიპლომო მხატვრული ფილმი „მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა" (1979); სატელევიზიო მხატვრული ფილმი „თითქმის ორი თვე" (1980) და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მოდი ვილაპარაკოთ" (1986). 1965-იდან გადაღებულია ფილმებში: ნიკო („გიორგობისთვე", 1966), ქოლგიანი ბიჭი („ქოლგა", 1967), რამაზი („სერენადა", 1969), ლეიტენანტი დათა („ფილატელისტის სიკვდილი" 1969), ჩამსულა („ადამი და ჰევა", 1969), ბაჰადური („სამკაული სატრფოსათვის", 1971), დათო მგალობლიშვილი („მხიარული რომანი", 1972), რეზო („ეს ჩემზე ძლიერია", 1974), იუსუფი („მთიელი ქალი", 1977), სოსო („ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", 1983; სსრკ სახელმწ. პრემია, 1985) და სხვ.
ა. გვენცაძე