გოშაძე ლერი პავლეს ძე (დ. 11. XII. 1935, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (2005).
1962 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკულტეტი (სპეციალობით – არქიტექტურა). 1960–63 მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში „საქქალაქმშენსახპროექტი", 1963–67 – საკავშირო საპროექტო ინ-ტის „სოიუზკურორტპროექტის" საქართვ. ფილიალში არქიტ. ჯგუფის ხელმძღვანელად. 1967–98 – კვლავ „საქქალაქმშენსახპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად, 1999-იდან 2005-მდე – შპს „თბილქალაქპროექტის“ ქალაქგეგმარების სამმართველოში ჯგუფის ხელმძღვანელად. 2005 იყო საქართვ. ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო პროექტების სახელმწ. ექსპერტიზის სამმართველოს განყ-ბის გამგე.
ძირითადი ნამუშევრები: რუსთავის გენგეგმა (1967, ლ. სუმბაძესთან, მ. მელიქიშვილთან, შ. ბაღაშვილსა და თ. წერეთელთან ერთად); მესტიის გენგეგმა (1973, ბ. გაბუნიასთან ერთად); ზუგდიდის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენგეგმა (1977, თ. ლომთაძესა და ზ. ჟვანიასთან ერთად); ექსპერ. მიკრორაიონი ბათუმში (1977, გ. გეგეშიძესთან, ნ. მაღლაკელიძესთან ერთად); ქუთაისის გენგეგმა (1978, ზ. ქურდიანთან, ნ. მიქაძესთან, ა. ლომთაძესა და თ. ლომთაძესთან ერთად); ქალაქ-კურორტის გაგრის გენგეგმა (1979, ნ. მიქაძესა და ე. ბაგრატიონთან ერთად).