გოშაძე სოლომონ ესტატეს ძე

ს. გოშაძე

გოშაძე სოლომონ ესტატეს ძე [16 (28). IV. 1880, თელავი, – 11 (24). IV. 1908, იქვე], პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა თელავის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ – ბაქოს სპეც. საშ. სკოლაში. მისი პირველი ლექსი 1897 დაიბეჭდა „კვალში" (№47). გ. ი. ევდოშვილის სკოლის მიმდევარი პოეტი იყო. მან 1905–07 რევ. პერიოდში მიიქცია ყურადღება სამოქალაქო და პოლიტ. ხასიათის ლექსებით, რ-ებსაც აქვეყნებდა ფსევდონიმებით: „სოლ-გ-ძე" და „ს. განწირული". წერდა პიესებსაც. მისი პიესა „კიდევ ბნელა" (1901), ცენზურამ აკრძალა.

რევ. საქმიანობისათვის გ. დაპატიმრებული იყო. 1900-იან წლებში ჩამოაყალიბა დრამ. დასი, რ-იც კახეთის რეგიონში სპექტაკლებს დგამდა. გ. მართავდა ლიტ. საღამოებს, ხოლო შემოსავალს საქველმოქმედო საქმეს ახმარდა.

თხზ.: ლექსები, ი. გრიშაშვილის რედ., ტფ., 1927.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  გ., ნამცვრევი, «მეგზური», 1975, №3.

გ. ჯავახიშვილი