გურასპაშვილი გურამ ნიკოლოზის ძე (დ. 8. II. 1933, თბილისი), მოქანდაკე, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1976). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1960). მისი პედაგოგები იყვნენ ნ. კანდელაკი, შ. მიქატაძე, ვ. თოფურიძე. იქვე ეწევა პედ. მოღვაწეობას (1963-იდან; 1994-იდან – პროფესორი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1961-იდან. შექმნილი აქვს პორტრეტები და ჟანრული ხასიათის კომპოზიციები: „მოკრივე" (1961), „ჩემპიონი" (1962), „წყაროსთან" (1962), „ქალიშვილის პორტრეტი" (1965), „მწველავი" (1967), „მოჭიდავე" (1970), გრაფიკული სერიები: „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება" (1973–74), „შორეული აღმოსავლეთი" (1975), „ბალტიისპირეთი" (1978) და სხვ.