გოგელია რევაზ ბესარიონის ძე

 

100px|thumb|რ. გოგელია

გოგელია რევაზ ბესარიონის ძე (17. III. 1932, ბათუმი, – 20. XI. 1999, თბილისი), სპორტსმენი (კალათბურთი). სსრკ სპორტის ოსტატი. დაამთავრა თსუ (1953). თამაშობდა თბილისის „დინამოში". სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1960, 1961); ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962, თბილისის „დინამოს" შემადგენლობაში).