გრიგოლისძე ასათ

გრიგოლისძე ასათ, ჰერეთის ერისთავი XII ს. 80-იან წლებში. ერისთავობა წაართვა საღირ კოლონკელისძეს.

1186–87 იყო „არიშიანის ადგილის" მფლობელი, ანუ აღმ. საქართველოს ერთ-ერთი მონაპირე (სასაზღვრო მხარის გამგებელი). გ-ის ინიციატივით მოეწყო დიდი ლაშქრობა სელჩუკიანი თურქების წინააღმდეგ რანსა (განძის ქვემოთ ბელაქნამდე) და მდ. არაქსის აუზში.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

დ. მუსხელიშვილი