გუჯაბიძე ნოდარ აკაკის ძე (დ. 20. I. 1929, ქუთაისი), გენერალ-მაიორი (1976). დაამთავრა თბილ. ქვეითი ჯარების სასწავლებელი (1950), ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია (1965), ვოროშილოვის სახ. სსრკ შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხ. აკადემია (1973). ეკავა სამეთაურო თანამდებობები სსრკ შეიარაღებულ ძალებში, იყო ოდესის სამხ. ოლქის მოტომსროლელი დივიზიის მეთაური (1973–79), ბალტიისპირეთის სამხ. ოლქის შტაბის უფროსის მოადგილე (1978–82). მთავარი სამხედრო მრჩეველი ავღანეთში (1982–84). 1992–2002 მსახურობდა საქართვ. შეიარაღებულ ძალებში. იყო ეროვნული გვარდიის (1992, 1995–96), თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის უფროსი (1993–94), თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველი (1996–2002). დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.
ლ. დოლიძე