გუჯაბიძე პლატონ

გუჯაბიძე პლატონ (დ. და გ. წლები უცნობია), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ეკატერინენფელდის რაზმის გვარდიელი. 1918 საქართველო-სომხეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა I ხარისხის წმ. გიორგის ჯვრით (20. VII. 1919).

ლიტ.: ჟ ო რ დ ა ნ ი ა ო., გ ა ბ ე დ ა ვ ა მ., საქართველოს წმინდა გიორგის ჯვრის კავალრები, თბ., 2001.

ო. ჟორდანია