გძელიშვილი იოსებ ალექსანდრეს ძე (29. XI. 1909, თბილისი, – 1968, მოსკოვი), არქეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. კანდიდატი (1946). 1932–44 მუშაობდა ინჟინრად. პირველმა შეადგინა თბილ. და მისი მიდამოების საინჟინრო-გეოლ. რუკა. 1944–65 იყო თავისივე ხელმძღვანელობით შექმნილი არქეოლ. ტექნოლ. ლაბორ. გამგე. საფუძველი ჩაუყარა ქვემო ქართლში შუა საუკ. ნასოფლარების არქეოლ. კლვევა-ძიებას. სწავლობდა გლეხთა ყოფას, მეურნ. ხასიათს. დიდი წვლილი შეიტანა უძველესი სამთამადნო და მეტალ. წარმოების გამოკვლევაში. ბოლნისის რ-ნსა და აჭარაში აღმოაჩინა და შეისწავლა შუა საუკ. რკინის მაღაროები და ლითონის სადნობი ქურები. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილ. არქეოლ. ექსპედიციას. გამოქვეყნებულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები" (1961) და „რკინის დნობის საქმე ძველ საქართველოში" (1964, რუს. ენაზე). ეს უკანასკნელი სადოქტორო დისერტაციად იყო წარდგენილი.
ნ. ბერძენიშვილი