გურჯაანი

გურჯაანი, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ალაზნის ვაკეზე, გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. მთისწინეთში. სათავო სოფელი. ზ. დ. 460 მ , ქ. გურჯაანიდან 2 კმ. 5,2 ათ. მცხ. (2002).

სოფელში არის გვიანი შუასაუკუნეების იოანე მახარებლის, კვირაცხოვლის და ღვთისმშობლის ეკლესიები, ასევე XVIII ს. მიწურულის ქაშვეთისა და მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიები. სოფლის მახლობლად მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გურჯაანის ყველაწმინდა. სოფელში მოქმედებს ნ. ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი.