გუდანი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ხევსურეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. გუდანისჭალის (ხევსურეთის არაგვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ბარისახო – შატილის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1700 მ, დუშეთიდან 75 კმ. 48 მცხ. (2002).
სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, 200 მ-ზე მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი – გუდანის ჯვარი.
მ. ბალიაური