ავალიშვილი გიორგი ივანეს ძე

ავალიშვილი გიორგი ივანეს ძე (16. X. 1913, სოფ. დიღომი, – 12. VII. 1986, თბილისი), კალათბურთელი და მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1955), სსრკ დამს. მწვრთნელი (1956), საქართვ. ფიზ. კულტურისა და სპორტ. დამს. მოღვაწე (1971).

1938 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. თამაშობდა თსუ-ის გუნდში (1928–31), „მედსანშრომაში“ (1932–34), „სპარტაკში“ (1935–36), „მშენებელში“ (1937), „დინამოში“ (1944–50). იყო თსუ-ის გუნდისა (1933–41) და „დინამოს“ (1945–68) უფროსი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით „დინამო“ სამჯერ (1950, 1953, 1954) გახდა სსრკ ჩემპიონი და ორჯერ (1950, 1951) – სსრკ თასის მფლობელი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ნ. გუგუშვილი