გურიელი დიმიტრი ქაიხოსროს ძე (1822, ოზურგეთი, – 17. VIII. 1882, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1875), მსახურობდა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში, 1871-იდან – მეთაური. მონაწილეობდა 1853–56 ყირიმისა და 1877–78 რუს.-ოსმ. ომებში. 1871-იდან ირიცხებოდა იმპერატორის ამალაში.
მ. გოგიტიძე