გურიელი ვასილ ლევანის ძე (7. X. 1861, ოზურგეთი, – 1919), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917). გენ.-ლეიტენანტ ლ. გურიელის ვაჟი, 1871–81 – იმპ. ალექსანდრე II-ის კარის პაჟი. დაამთავრა საკავალერიო სასწავლებელი. სხვადასხვა დროს მსახურობდა 45-ე დრაგუნთა პოლკში, კავკ. სამხ. ოლქის შტაბში. 1914–17 იყო განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი კავკ. მეფისნაცვალთან. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლ. დოლიძე