გუნდაური, სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის ტერიტორიულ ორგანოში, მდინარეების – სხალთისა და ჩირუხისწყლის (აჭარისწყლის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფის ჩრდ.- დას. ნაწილის სამხრ. კალთაზე, ჩირუხისწყლის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 880 მ, შუახევიდან 8 კმ. 116 მცხ. (2002).
სახელი უწოდეს გუნდაძეების საგვარეულოს მიხედვით.