გურგენიძე ვლადიმერ რობერტის ძე

გურგენიძე  ვლადიმერ რობერტის ძე, (დ. 31. IV. 1957, თბილისი), სპორტსმენი (აკრობატიკა). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1979), სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1975–90), საერთაშ. კატეგორიის მსაჯი. მისი აღზრდილები არიან ევრ. და მსოფლიო ჩემპიონები: ი. გიორგობიანი , მ. მნათობაშვილი და სხვ. 1992-იდან წარმატებით გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა რუსეთში, აღზარდა მსოფლიოს და ევრ. არაერთი ჩემპიონი.