გურგენიძე ივანე გრიგოლის ძე (22. XI. 1941, სოფ. ზოვრეთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 10. VI. 2012, თბილისი), გენერალ-ლეიტენანტი (1993). დაამთავრა ომსკის უმაღლესი საერთო საჯარისო სამხ. სასწავლებელი (1963), მინსკის უმაღლესი საინჟინრო საზენიტო-სარაკეტო სამხ. სასწავლებელი (1971), ხარკოვის რადიოტექ. სამხ. აკადემია (1978). მსახურობდა ბელორუსიაში (1963–66), ტაჯიკეთში (1971–76), ჰაერსაწინაღო დაცვის ჯარებში (1978–91), იყო საქართველოს რესპ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე – შეიარაღების მთ. სამმართველოს უფროსი (1992–98), განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი (1999–2002). 2002-იდან თადარიგშია. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1993, 1995) და II ხარისხის (1997) ორდენებით.
ლ. დოლიძე